Sunday, September 27, 2015
დღევანდელ დღეს გავეცანით უკუკავშირების არსს, თუ როგორ მივცე რჩევები ჩემს კოლეგას, ასევე მისგანაც მოვისმინო, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვისი თვალით დანახული უფრო მეტის მომცემია. ამ მიზნით დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები. დავუსვით ერთმანეთს შეკითხვები პროექტების ირგვლივ. მივეცით ერთმანეთს კორექტული რჩევები,რაც სასარგებლო იყო ორივესთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო გაგვიღრმავა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
Saturday, September 26, 2015
პროექტის განხორციელება აუცილებელია სასწავლო პროცესში, რადგანაც ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას, კოგნიტური უნარების განვითარებას, დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებს, განუვითარებს მოსწავლეებს 21საუკუნის უნარებს-ჩვევებს. პროექტი საშუალებას მომცემს სწორად წარვმართო განმავითარებელი შეფასებები, მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები.
Subscribe to:
Posts (Atom)