Saturday, October 17, 2015

                სწრაფად გაიარა ცხრა დღემ. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა.  ვისწავლე პროექტის სწავლების ახლებური მიდგომები. დღეს მოვისმინე ჩემი მეგობრების მიერ გაკეთებული პროექტების პრეზენტაციები. ასევე გავაცანი ჩემი პროექტიც. მივეცით ერთმანეთს რჩევები და ავტვირთეთ ჩვენს ბლიგებზე.
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების, კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, მსჯელობისა და დისკუსიის უნარების განვითარებას.
               დიდი მადლობა ქალბატონ ირინას დაუღალავი შრომისათვის. მან  ნათლად დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია პროექტული სწავლება სასწავლო პროცესის დროს.


        დღეს პროექტული სწავლების მე-8 დღეა. გავეცანი მეტად მნიშვნელოვან საკითხებს - დიფერენცირებული სწავლებასა და მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი. გავიგე რა  მნიშვნელოვანი როლი უკავია თითოეულს საგაკვეთილო პროცესში და პროექტის მსვლელობის დროს. ვიმუშავე საკუთარ პროექტზე, კიდევ ერთხლ გადავხედე და ჩავალაგე ყველა დოკუმენტი შესაბამის საქაღალდეში. დღემ მეტად ნაყოფიერად ჩაიარა.
                                                                                                                 

Sunday, October 11, 2015

             დღეს ვისწავლე, თუ როგორ შევაფასო მაღალი სააზროვნო უნარები. მოსწავლის ნაშრომები უნდა ფასდებოდეს გარკვეული შეფასების ფორმით,დასახული მიზნების შეფასების ინსტრუმენტი სწორად უნდა იქნეს შერჩეული, ამიტომ განვსაზღვრე შეფასების ფორმები, გავითვალისწინე ჩემს პროექტში შეფასების სტრატეგიები და შევქმენი შეფასების რუბრიკები,  რომლებიც დამეხმარება მოსწავლეების ცოდნისა და უნარების გამოვლინებაში. მოვახდინეთ ერთმანეთში აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომი პროექტების განხორციელებაში.

Saturday, October 10, 2015

          გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებს, განვიხილეთ სავარაუდო ნაშრომების შაბლონები. საინტერესო იყო მოსწავლეთა ნამუშევრებზე დაკვირვება, რომელიც დამეხმარება პროექტის სრულფასოვნად განხორციელებაში. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეთა ნაშრომები დამეხმარება გავარკვიო მათი შემოქმედებითობა და შესაძლებლობები.